გაუცხოებული საზოგადოება
საზოგადოების გაუცხოებას საფუძვლად უდევს ადამიანთა წოდებრივი ,ქონებრივი,ზნეობრივი, გონებრივი სხვადასხვაობა, უფრო მეტიც-ასეთ საზოგადოებაში შესაძლოა ადამიანები ერთი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მათ შორის მაინც სრული გაუცხოება სუფევდეს, რადგან გაჭირვებულ ადამიანებს ერთმანეთისთვის არ სცალიათ.
ამ თემის უკეთ გაცნობიერებისათვის მოსწავლეები წაიკითხავენ ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობს'', ,,ოთარაანთ ქვრივს''ნახავენ ფილმებს. დააკვირდებიან და შეისწავლიან თავადებისა და გლეხების ურთიერთობას, თვით გლეხებს შორის დამოკიდებულებასაც. გაანალიზებენ იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია მათი გაუცხოება.შეაფასებენ შედეგებსაც. პარალელს გაავლებენ დღევანდელ ცხოვრებასთან, სადაც ეს საკითხი კიდევ უფრო მტივნეულია.
პერიოდულად აკეთებენ ჩანაწერებს ჩანაწერთა დღიურებში. შემდეგ მოხდება პრეზენტაცია.
No comments:
Post a Comment