ქართ.
XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო
გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ
მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას,
თუ რამდენად დამაჯერებელია მათში გამოთქმული
ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·
გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი,
ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·
მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად,
მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი
საკითხები, პრობლემატიკა;
·
საუბრობს იმის შესახებ, რამდენად
„ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი
ნაწილის მიხედვით (მაგ., შესავალში დასმული რომელი საკითხი განიხილა მოსაუბრემ სრულად,
რა იყო ბუნდოვანი და ფრაგმენტული, რა საკითხი დარჩა მოსაუბრის ყურადღების მიღმა და
ა.შ.);
·
აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ
დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური
ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების,
მოსაზრებების ფონზე).
No comments:
Post a Comment