Tuesday, September 22, 2015

მე-8 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე ,მოვაწესრიგეთ პორთფოლიო.ავტვირთეთ Google drive-ში და გადავგზავნეთ ბლოგზე

Sunday, September 13, 2015

მე-5 დღის რეფლექსია

გავეცანი შეფასების სტრატეგიებს . შევიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩო. შევქმენით შეფასების დროის ჩარჩოს ცხრილი. შესწავლილის მიხედვით შევავსეთ გეგმის შაბლონი.
დაგვევალა გეგმის შაბლონი შევავსოთ სასწავლო პროცედურებამდე.

Friday, September 11, 2015

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა.ვისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა,ახალი გვერდების შექმნა და ბლოგში ჩამატება.
პროექტის მიზნიდან ჩამოვაყალიბეთ და ავტვირთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,გამოვაქვეყნეთ და კათედრების მიხედვით განვიხილეთ

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები:
რატომ არის გაუცხოების თემა მნიშვნელოვანი საზოგადოებისათვის?
თემატური კითხვები:
რამდენად მისაღებია თქვენთვის სოციალურად განსხვავებული, ერთი შეხედვით კეთილი თავადების არჩილისა და კესოს ურთიერთობა გიორგის მიმართ? ან დათიკოს დამოკიდებულება გაბროსადმი?
როგორია არამარტო თავადებსა და გლეხებს შორის, არამედ თვით გლეხების ურთიერთდამოკიდებულება სოსია მეწისქვლის მიმართ?
შეიძლებოდა თუ არა გიორგის პიროვნების შეცნობა, მისი გრძნობების გაგება (სიკვდილამდე)?
შინაარსობრივი კითხვები:
როგორი თავადები არის არჩილი და კესო?
როგორ ცხოვრობს დედა-შვილი,გიორგი და ოთარაანთ ქვრივი?
ვინ არის დათიკო და რა მოვალეობს ასრულებს იგი ?

Thursday, September 10, 2015

მესამე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ ,რომ პროექტით სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია პროექტის იდეა,  ესგ და 21-ე საუკუნის უნარების გათვალისწინება. ინფორმირება საზოგადოებასთან, ბროშურის გამოუენება...
პროექტის მიზნებიდან ჩამოვაყალიბეთ მიზნები და ავტვირთეთ, გავაზიარეთ,დავაკომენტარეთ.
გადმოვიტანეთ ბლოგიდან ვორდში.

Wednesday, September 9, 2015

პროექტის მიზნები

მოსწავლეები შესძლებენ:

საფუძვლიანად შეისწავლონ მასალა, ნახონ ფილმები;
საზოგადოებასთან ინფორმირებას;
შესწავლილი , ნანახი და მოკვლეული მასალის თავმოყრას;
შესძლებენ სასკოლო აუდიტორიის წინაშე წარდგენას;
საფუძვლანად გაანალიზონ დამოკიდებულება თავადებსა და გლეხებს , ერთი ფენის წარმომადგენლებს შორისაც;
მიაგნონ და შეაფასონ მთავარი მიზეზები, რომლებიც იწვევენ საზოგადოების გაუცხოებას;
გაავლონ პარალელი დღევანდელ ცხოვრებასთან და იმსჯელონ, გააკეთონ სათანადო დასკვნები;
დაწერონ ესეები,გამოსცენ ბუკლეტები.

Monday, September 7, 2015

მეორე დღის რეფლექსია

შევიმუშავე და განვათავსე ჩემს   ბლოგში სასწავლო პროექტის იდეა, რომელიც მივუსადაგე შესაბამის სტანდარტებსა და .ინდიკატორებს .
დავიღალე,მაგრამ ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე!

შინაარსობრივი სტანდარტები ინდიკატორები

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;
·         მსჯელობს იმაზე, რამდენად ლაკონიურად, მკაფიოდ და ეფექტურად არის გამოკვეთილი შესავალ ნაწილში ტექსტის ძირითადი იდეა, განსახილველი საკითხები, პრობლემატიკა;
·         საუბრობს იმის შესახებ, რამდენად „ამართლებს“ ტექსტის ძირითადი ნაწილი იმ მოლოდინს, რომელიც მსმენელს უჩნდება შესავალი ნაწილის მიხედვით (მაგ., შესავალში დასმული რომელი საკითხი განიხილა მოსაუბრემ სრულად, რა იყო ბუნდოვანი და ფრაგმენტული, რა საკითხი დარჩა მოსაუბრის ყურადღების მიღმა და ა.შ.);
·         აანალიზებს ზეპირ ტექსტში წარმოდგენილ დასკვნებს ტექსტის ძირითად ნაწილთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მაგ., რამდენად ლოგიკური ჩანს დასკვნები მოხსენების ძირითად ნაწილში მოყვანილი ფაქტების, მაგალითების, ციტატების, მოსაზრებების ფონზე).


ჩემი პროექტის იდეა

გაუცხოებული საზოგადოება
                  საზოგადოების გაუცხოებას საფუძვლად უდევს ადამიანთა წოდებრივი ,ქონებრივი,ზნეობრივი, გონებრივი სხვადასხვაობა, უფრო მეტიც-ასეთ საზოგადოებაში შესაძლოა ადამიანები ერთი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მათ შორის მაინც სრული გაუცხოება სუფევდეს, რადგან გაჭირვებულ ადამიანებს ერთმანეთისთვის არ სცალიათ.
ამ თემის    უკეთ           გაცნობიერებისათვის მოსწავლეები წაიკითხავენ ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობს'', ,,ოთარაანთ ქვრივს''ნახავენ ფილმებს. დააკვირდებიან და შეისწავლიან თავადებისა და გლეხების ურთიერთობას, თვით გლეხებს შორის დამოკიდებულებასაც. გაანალიზებენ იმ მიზეზებს, რამაც გამოიწვია მათი გაუცხოება.შეაფასებენ შედეგებსაც. პარალელს გაავლებენ დღევანდელ ცხოვრებასთან, სადაც ეს საკითხი კიდევ უფრო მტივნეულია.
პერიოდულად აკეთებენ ჩანაწერებს ჩანაწერთა  დღიურებში. შემდეგ მოხდება პრეზენტაცია.

Sunday, September 6, 2015

ინტელის ტრენინგი დაიწყო

გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას, ძალიან კარგია პროექტებით სწავლება .იმედია ავითვისებ და გამოვიყენებ.მადლობა ქალბატონ ლალი გიგაურს!